ახალი წლის წინა დღეს მაჯის მესამე ხარისხის თერმული დამწვრობა მივიღე. დამწვრობის ცენტრში მიმიყვანეს. რაღაც ხსნარებით დამიმუშავეს, მაგრამ მცირედი შვებაც არ მიგრძნია. არადა, თავადაც მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ხელი. მერე ქალბატონ ქეთევან თურმანიძესთან მიმიყვანეს. დეიდა ქეთომ თავისი კეთილი მალამოთი ტკივილი უმალვე გამიყუჩა. აღდგენითი პროცესიც ძალიან სწრაფად განვითარდა და მალე დაზიანებულ ადგილას დამწვრობის კვალიც აღარ დარჩა. თურმანიძეების მალამოს სიკეთე მხოლოდ საკუთარ თავზე როდი მაქვს გამოცდილი. მუცლის ზოგად ქირურგიაში ვმუშაობ და ოპერაციის შემდეგ ჭრილობების მოსაშუშებლადაც ვიყენებ. შე
დავით აბულაძე
ქირურგი
მე ერთი იმ მრავალთაგანი გახლავარ ვისაც საკუთარ თავზე და ჩემს პაციენტებზე გამომიცდია თურმანიძის მალამო. გასახსენებელი კი მართლაც ბევრია. რა დამავიწყებს თუნდაც იმას, როგორ განმკურნა ქალბატონმა ქეთო თურმანიძემ. მწვავე რესპირატორულ- ვირუსული ინფექციის გართულების შედეგად სანერწყვე ჯირკვლის ანთება დამეწყო. ძლიერი ტკივილები მქონდა, შემისივდა ლოყა და ყბისქვეშა მიდამო. ყბა-სახის ქირურგებმა გამაფრთხილეს, ოპერაცია დაგჭირდებათო. ამ დროს მეზობელი ოთახიდან ავადმყოფის ხმამაღალი გმინვა მოისმა. რა ხდება-მეთქი? თქვენი კატეგორიის პაციენტია, ოპერაციას უკეთებენო, – მიპასუხეს. ამის გაგონება და ჩემი წამოსვლა ერთი იყო. მაშინვე ქალ
ჯანა საყვარელიძე  
პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,