ახალი წლის წინა დღეს მაჯის მესამე ხარისხის თერმული დამწვრობა მივიღე. დამწვრობის ცენტრში მიმიყვანეს. რაღაც ხსნარებით დამიმუშავეს, მაგრამ მცირედი შვებაც არ მიგრძნია. არადა, თავადაც მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ხელი. მერე ქალბატონ ქეთევან თურმანიძესთან მიმიყვანეს. დეიდა ქეთომ თავისი  მალამოთი ტკივილი უმალვე გამიყუჩა. აღდგენითი პროცესიც ძალიან სწრაფად განვითარდა და მალე დაზიანებულ ადგილას დამწვრობის კვალიც აღარ დარჩა. თურმანიძეების მალამოს სიკეთე მხოლოდ საკუთარ თავზე როდი მაქვს გამოცდილი.  ზოგად ქირურგიაში ვმუშაობ და ოპერაციის შემდეგ ჭრილობების მოსაშუშებლადაც ვიყენებ.
დავით აბულაძე
ქირურგი
მე ერთი იმ მრავალთაგანი გახლავარ ვისაც საკუთარ თავზე და ჩემს პაციენტებზე გამომიცდია თურმანიძის მალამოს.  ერთი მძიმე შემთხვევა მახსენდება: ბავშვთა საავადმყოფოში ახალშობილს იდაყვისა და ბარძაყის მიდამოში ღრმა ნეკროზული უბნები გაუჩნდა. მკურნალობდნენ ქირურგები, მაგრამ უშედეგოდ. მშობლების თანხმობით ისევ ქალბატონი ნონი ჩავრთეთ. იარები მოშუშდა, შეხორცდა და ბავშვი განიკურნა. მეძუძურ დედებს ძუძუსთავებზე ხშირად უჩნდებათ მტკივნეული  ნახეთქები, რომლებსაც თურმანიძის მალამო სწრაფად აშუშებს და ქალიც მშვიდად განაგრძობს პაწიას კვებას.
ჯანა საყვარელიძე  
პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
ესპანეთში მივდიოდი ჯაზ ფესტივალზე საჩვენებელი თითი საშინლად დამიჩირქდა, აუტანელი ტკივილები მქონდა,  დრო ცოტა რჩებოდა არად კონტრაქტზე ხელი მქონდა მოწერილი და ფაქტიურად ჩვენ ჯგუფის გამოსვლა ჩაშლის პირას იყო. (წარმოიდგინეთ პიანისტვის თითები რას ნიშნავს)  მაშინ დეიდა ქეთო ცოცხალი იყო და დაფიქრების გარეშე მასთან მივედი სულ მოკლე ხანში შემიხორცდა. უმრავი, მაგალითი შეიძლება მოვიყვანო თუ რამდენჯერ დახმარებია ჩემი ოჯახის წევრებს თურმანიძის მალამო.  ამას წინათ მამას დენმა დაარტყა ხელზე,  საშინლად დააეფუფქა და მაშინაც რა თქმა უნდა ვიხმარეთ თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის ლურჯი შეფუთვით.
დათო ევგენიძე 
კომპოზიტორი, პიანისტი
ცხოვრებაში არაერთხელ მისარგებლია თურმანიძის მალამოთი. ჯერ კიდევ ბავშვობაში აქილევსის მყესი დავიზიანე. ჭრილობა გართულდა და ტროფიკულ წყლულად გადამექცა. მშობლებმა ექიმებთან და საავადმყოფოებში მატარეს, ბოლოს კი ქეთევან თურმანიძესთან მიმიყვანეს და მისი წყალობით ფეხი მომირჩა.ერთ-ერთი  ფილმის გადაღებისას მომიწია წვერის მოშვება; ჩემდა სამწუხაროდ, თმის ძირი დამიჩირქდა და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი; ამიწია ტემპერატურამ, გაჩნდა საშიშროება, რომ ფურუნკული კარბუნკულად გადაქცეულიყო და ამ შემთხვევაშიც  თურმანიძის ანტისეპტიკური მალამომ ყვითელ ტუბში მიშველა.
ზურაბ ყიფშიძე
მსახიობი