ჩვენ შესახებ
უძველესი კოლხეთიდან თანამედროვე მკურნალებამდე
ჩვენი ისტორია, კოლხეთის უძველესი მიწიდან, დასავლეთ საქართველოში იწყება, რომელიც ცნობილია თავისი ლეგენდებით და ბუნების სილამაზით. ოქროს საწმისის ქვეყანა, კოლხეთი, მარადიული ტრადიციებისა და საიდუმლო ცოდნის საწყისად იქცა. ლეგენდას, კოლხეთის მეფის ქალიშვილ მედეას შესახებ, უკავშირდება თავად
სიტყვა „მედიცინა“-ს წარმოშობა. გადმოცემის მიხედვით მედეა ფლობდა მცენარეული წამლების განსაკუთრებულ ხელოვნებას, რომელიც სამკურნალო ხელოვნების საწყისად იქცა.
თურმანიძეთა მემკვიდრეობა
საუკუნეების განმავლობაში თურმანიძეთა გვარი, რომელიც წარმოშობით კოლხეთიდან მოდის, ცნობილია მათი სამედიცინო ცოდნითა და უნარებით. ისტორიულ წყაროებში, როგორიცაა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ჩანაწერები (XI საუკუნე), მოხსენიებულია თურმანიძეები, როგორც ცნობილი მკურნალები. ასევე ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებში თურმანიძეები ქართველი მეფეების, დიდებულების კარის, ჯარის და ხალხის მკურნალებად იყვნენ მოხსენიებული. მათი დიდება სცდებოდა საქართველოს საზღვრებს. ერთ ერთი ასეთი ამბავი უკავშირდება იტალიის ეროვნული გმირ ჯუზეპე გარიბალდის: როდესაც იგი მძიმედ დაიჭრა ფეხში, გადმოცემის მიხედვით, თურმანიძეთა ოჯახის უნარებმა და მალამოებმა გადაარჩინა.
თურმანიძეების ტრადიციების გაგრძელება
მე 20 საუკუნეში, ქეთევან თურმანიძე, გამორჩეული მკურნალი, შთაგონებული მამის სწავლებებით, გახდა ამ ოჯახური ტრადიციის მცველი, რომელმაც 101 წელი იცოცხლა. 1998 წელს ქეთევან თურმანიძის თაოსნობით, მისმა მემკვიდრეებმა დაარსეს კომპანია “თურმანიძე”, რათა საუკუნეების ცოდნა და პრაქტიკა გაგრძელებულიყო და ემსახურა ათასობით ერთგული მომხმარებლისთვის მთელ მსოფლიოში.
ჩვენი პროდუქტები
თურმანიძეების მალამოები და კრემები ცნობილია მათი უნიკალური რეგენერაციული თვისებებით, რაც ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლებასა და აღდგენას. ეს პროდუქტები მზადდება ტრადიციული მეთოდებით, რომლებიც წარსულის სიბრძნეს თანამედროვე ინოვაციებთან აერთიანებს. ჩვენი პროდუქციის ბუნებრივი ინგრედიენტები მოპოვებულია საქართველოს ორი უმშვენიერესი და ბუნებრივის რესურსებით მდიდარი რეგიონიდან ბორჯომის ხეობიდამ და სვანეთიდან. ამ ინგრედიენტებით დამზადებული ჩვენი პროდუქტები სიმბოლოა საქართველოს ბუნებრივი სილამაზისა და ჩვენი ოჯახის სამკურნალო მემკვიდრეობის ჰარმონიის.
5
სახეობა
20 000
წარმოებული
მალამო
10
ჯილდო
100 000
კმაყოფილი
მომხმარებელი