10 საუკუნე თქვენს სამსახურში

Уход за кожей и ранами у пациентов с диабетом — как помогает мазь Турманидзе
Facebook

დიაბეტით ცხოვრება  მუდმივ ყურადღებას მოითხოვს — არა მხოლოდ შაქრის/გლუკოზის  დონის კონტროლს, არამედ კანის ჯანმრთელობასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა ჭრილობის ნელი შეხორცება, განსაკუთრებით ფეხის ტერფის, წვივის,  და ზეწოლით მიმიდრეკილ ადგილებში“.  საერთაშორისო დიაბეტური ტერფის სამუშაო ჯგუფის (IWGDF) მიხედვით, დიაბეტური  ჭრილობა დიაბეტის მქონე პაციენტების 34%-მდე ადამიანს  ცხოვრების განმავლობაში უვითარდებათ და ხშირად  ჰოსპიტალიზაციას ან კიდურის ამპუტაციას იწვევს, თუ მათ დროზე არ ვუმკურნალებთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი კანისა და ჭრილობის მოვლა დიაბეტურ პაციენტებში:

დიაბეტმა შეიძლება  შეაფერხოს  ორგანიზმის ბუნებრივი შეხორცების პროცესი. სისხლში შაქრის ხანგრძლივმა მომატებულმა დონემ  შეიძლება გამოიწვიოს:

  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
  • ნერვის  დაზიანება (დიაბეტური ნეიროპათია)
  • მშრალი, მყიფე კანი, რომელიც მიდრეკილია დახეთქვისკენ
  • იმუნურპასუხ დაქვეითებ

როგორც ამერიკის დიაბეტის ასოციაცია განმარტავს, ეს ფაქტორები ზრდის ინფექციის რისკს, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში.  ხშირი შემოწმება და ადრეული ჩარევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

დიაბეტით დაავადებულებში,ჭრილობის გავრცელებული ტიპი:

  • დიაბეტური ტერფი  —ხშირად გამოწვეულია ნეიროპათიით  შეუმჩნეველი დაზიანებების შედეგად
  • ნაწოლი  და ზეწოლის წყლული –შეზღუდული მობილობის მქონე  ან/და მწოილიარე პაციენტებში
  • კანის გაღიზიანება, ნახეთქები  გამომშრალი კანის ან სოკოვანი ინფექციის გამო
  • ქირურგიული/ოპერაციის შემდგომი  ჭრილობის გართულებები

დიაბეტური ჭრილობის მოვლის ძირითადი პრინციპები:

  1. კანის ხშირი შემოწმება/დათვალიერება — განსაკუთრებით ფეხისგულების, ქუსლების და ზეწოლის ადგილების
  2. მსუბუქი  გაწმენდა — თბილი წყლით და დამამშივიდებელი საპნით
  3. დატენიანება — კანის ნახეთქებისა და გამოშრობის თავიდან ასაცილებლად
  4. ზეწოლის შემსუბუქება — პოზიციის შეცვლა და სპეციალური ზედაპირის მქონე ლეიბი.
  5. ეფექტური ადგილობრივი მკურნალობა — ინფექციის პრევენციისა და შეხორცების დასაჩქარებლად.

რატომ უნდა აირჩიოთ თურმანიძის მალამო  დიაბეტური ჭრილობებისა და ნაწოლების მოვლისთვის?

საუკუნოვან ქართულ სამკურნალო ტრადიციებზე დაფუძნებული თურმანიძის მალამო წარმოადგენს ბუნებრივ,  ანტისეპტიკურ  მალამოს, რომელიც გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ჭრილობების, ინფექციებისა და ანთების სამკურნალოდ. მისი ერთ ერთი ძირითადი მცენარეული ინგრედიენტი — კალენდულა (Calendula officinalis) — კარგადაა აღწერილი ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ, როგორც ჭრილობის შეხორცების, ანთების  საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედი ბუნებრივი საშუალება და აგრეთვე სხვა ინგრრედიენტები

 მალამო უზრუნველყოფს:

ადგილობრივ ანტიბაქტერიულ დაცვა — ხელს უწყობს ინფექციის თავიდან აცილებას
ხელს უწყობს  ბუნებრივ შეხორცებ — აუმჯობესებს ქსოვილის რეგენერაციას და ამცირებს ანთებას
მგრძნობიარე/ნაზი კანისთვის შესაფერისია — ქიმიური დანამატების და ფორმონების გარეშე
ეფექტურია შემდეგ შემთხვევებში:

  • დიაბეტური  ტერფი/წყლული
  • ნაწოლები (მწოლიარე პაცეინტებში)
  • ზეწოლის წყლული
  • ქირურგიული ჭრილობები
  • კანის ნახეთქები და გაღიზიანება
  • ტროპიკული წყლული

💧 როგორ გამოვიყენოთ:

  1. ნაზად დაამუშავეთ ჭრილობა თბილი წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით. ღრმა ჭრილობის დროს გამოიყენება ანტისეპტიკური ხსნარი
  2. შეაშრეთ დაზიანებული ადგილი  მარლით ან რბილი ქსოვილით.
  3. წაუსვით თხელი ფენა მალამო მიტკლის რბილ ქსოვილზე ან სპეციალურ საფენზე , დააფარეთ  უშუალოდ ჭრილობას ან წყლულს.
  4. შეიხვეთ  ბინტით
  5. გამოიცვალეთ  24 საათში ერთხელ
  6. დააკვირდით გაუმჯობესებას — სიწითლის შემცირებას, ნაკლებ გამონადენს, შეხორცების ნიშნებს.
  7. მსუბუქი შემთხვევების დროს შეიზილეთ მგრძნობიარე  და/ამ გაღიზიენებულ ადგილებში

💡 პროფილაქტიკის მიზნით წაისვით ზეწოლის  მიდრეკილ ადგილებზე (ქუსლები, თეძოები, წელის არე) მწოლიარე პაციენტებში.

კლინიკური რეკომენდაციებიც ცხადყოფს, რომ დიაბეტური ჭრილობის მართვა მოითხოვს როგორც სამედიცინო ზედამხედველობას, პროფილაქტიკას ასევე კანის ადგილობრივ  მკურნალობას. წყლულების ადრეული სტადიის დროს თუ კანის ყოველდღიური მოვლის დროს გამოყენებისას,  თურმანიძის მალამო ხელს უწყობს შეხორცების პროცესს, ამცირებს ინფექციის რისკს და ინარჩუნებს კანის სტრუქტურას.

🌿 დამზადებულია საქართველოში, თაობების მიერ ნდობით აღსავსეა , თურმანიძეების ოჯახის სამკურნალო მემკვიდრეობაზე დაფუძნებული


📖 გამოყენებული ლიტერატურა:

  1. American Diabetes Association — ფეხის გართულებები
  2. IWGDF — დიაბეტური ფეხის პრევენცია და მართვა
  3. Mayo Clinic — დიაბეტური წყლულების მიმოხილვა
  4. EMA — კალენდულას ეფექტურობა
  5. Turmanidze.ge — ტრადიციული ქართული მალამოები