10 საუკუნე თქვენს სამსახურში

თურმანიძის მალამო - 30გ

დამწვრობისათვის
პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ, სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.
Facebook

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. მალამო აცილებს ასუფთავებს ჭრილობას ნადებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში

  • I, II, III ხარისხის  დამწვრობა
  • მოყინვა
  • გამოყელვა
  • წითელი ქარი
  • სხივური თერაპიით გამოწვეული დამწვრობა (რადიაციული დერმატიტი) პროფილაქტიკა და მკურმალობა
  • კანის სახვადასხვა სახის გაღიზიენაბა
  • ეპილაციის, პირსინგის და ტატუს შემდგომი დროს კანის მოვლა

გამოყენების წესი და დოზირება:

დამწვარ/დაზიენებულ ზედაპირს ანტისეპტიკური  ხსნარით დამუშავების  შემდეგ, დავაფარებთ პრეპარატით გაჟღენთილ  მიტკალს (სასურველია)  ან სამფენოვან დოლბანდს, შემდეგ დავაფიქსირებთ  ნახვევით, რომლის გამოცვლა რეკომენდებულია  24 სთ-ში ერთხელ. მსუბუქ  შემთხვევებში მალამოს შეიზილეთ/წაისვით პირდაპირ კანის ზედაპირზე

შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ფუტკრის ცვილი,  ვარდის ზეთი, კალციუმის კარბონატი, კალენდულა/გულყვითელა

გვერდითი მოვლენები:  არ არის გამოვლენილა

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის  გამოყენება უსაფრთხოა როგორც ორსულობის,  ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში. არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია  ზემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე ინგრედიენტზე

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი

გამოშვების ფორმა: 30 გ.  ალუმინის ტუბი

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის ფორმა: ინახება მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ტუბის გახსნის შემდეგ გამოიყენება   12 თვე.

გაცემის რეჟიმი: პარასამკურნალო საშუალება, გაიცემა ურეცეპტოდ პრეპარატი (მალამო) წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას