10 საუკუნე თქვენს სამსახურში

თურმანიძის მალამო - 40გ

ნაწოლებისათვის, დიაბეტური
ჭრილობების მოვლის
პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერი შეფერილობის მალამოს, დამახასიათებელი სუნით.
Facebook

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. მალამო აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ნადებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში

  • ნაწოლების სამკურნალოდ როგორც მაცერირებულ ასევე შორს წასულ შემთხვევაში ინფიცირებული და ნეკროზული ქსოვილის არსებობისას.
  • ქვემო კიდურების  ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, რომელიც განვითარებულია სხვადასხვა დაავადების ფონზე (მაობლიტირებული ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებული ათეროსკლეროზი) ტროფიკული წყლული. დიაბეტური ტერფი, დიაბეტური ჭრილობა.

გამოყენების წესი და დოზირება:

ჭრილობის (ნაწოლის, წყლულის) დაზიანებულ ზედაპირს  ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ მალამოთი გაჟღენთილ მიტკალს (სასურველია) ან სამფენოვან დოლბანდს დავაფარებთ ჭრილობის ზედაპირზე. ღრმა ჭრილობებში მალამო გამოიყენება ტამპონების სახით. ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია  24 სთ-ში ერთხელ.

უკუჩვენება: არ აღინიშნება. (იხილეთ განსაკუთრებული მითითება).

შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ნაძვის ფისი (ტერპენტინი),  ფიჭვის მტვერი, კალენდულას/გულყვითელა, ფუტკრის ცვილი

გვერდითი მოვლენები:  არ არის გამოვლენილი

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში.  არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია  ზემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე ინგრედიენტზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი

გამოშვების ფორმა: 40 გ პოლიპროპილენის ქილებში

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის ფორმა: ნახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ქილის გახსნის შემდეგ გამოიყენება  12 თვე.

გაცემის რეჟიმი: პარასამკურნალო საშუალება, გაიცემა რეცეპტის გარეშე. პრეპარატი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას