10 საუკუნე თქვენს სამსახურში

A Hidden Chapter of Georgian-Italian History
Facebook

გაიგეთ, როგორ გადაარჩინა იტალიის ლეგენდარული გენერალი ჯუზეპე გარიბალდი ფეხის ამპუტაციას თურმანიძის მალამომ.

დავიწყებული თავი ქართულ-იტალიური ისტორიიდან

XIX საუკუნეში  თურმანიძის მალამოს — ქართული ტრადიციული სამკურნალო საშუალების — საოცარი ძალა იტალიაშიც ცნობილი გახდა. ლეგენდა  ამ უნიკალურ მალამოს იტალიის ეროვნულ გმირს — ჯუზეპე გარიბალდს უკავშირებს

ეს ისტორია შემოინახა და გაავრცელა მიხეილ თარხნიშვილმა, ქართველმა კათოლიკე მღვდელმა და მეცნიერმა, რომელიც ვატიკანში მსახურობდა და მრავალი წელი მიუძღვნა ქართული ხელნაწერებისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევას. 1940 წელს, დანიანისა და მურატის მამულების მფლობელმა ბარბარე ყიფიანმა (ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მეცნიერი)  იგი რომში  მიიწვია  ქართული კათოლიკური მონასტრის დასაარსებლად.

მან შეიძინა სამონასტრო კომპლექსი ფორლანინის გორაზე, სადაც ფასდაუდებელ ქართულ კულტურულ მასალებს ინახავდა. თარხნიშვილი რექტორი იყო მანამ, სანამ მეორე მსოფლიო ომის  დროს  პაპ პიუს XII-ის ბრძანებით  , სანჯეროლანოს მონასტერში  არ გადაიყვანეს.

მიხეილ თარხნიშვილის გადაყვანის შემდეგ თავდაპირველად მონასტერი მიტოვებული იყო. მისი ქვედა სართული  იტალიელმა აფთიაქარმა იქირავა, რომელიც კარგად იცნობდა თურმანიძის მალამოს სამკურნალო თვისებებს. ის ამტკიცებდა, რომ მისი წამლებიც ქართულ რეცეპტებზე იყო დამზადებული. სწორედ მან უამბო თარხნიშვილს გარიბალდის შესახებ არაჩვეულებრივი ლეგენდა.

ლეგენდის თანახმად, გარიბალდი ფეხში მძიმედ დაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელმა და ბრიტანელმა ქირურგებმა ტყვია ამოუღეს, ჭრილობა არ შეხორცდა. ფეხის ამპუტაცია გარდაუვალი ჩანდა. ამ კრიტიკულ მომენტში ვიღაცას გაახსენდა ქართველი მკურნალი — თურმანიძის ოჯახიდან, ცნობილი თავისი  სამკურნალო მალამოთი.

თურმანიძე გამოიძახეს. როდესაც ის მივიდა, გარიბალდის ფეხი მძიმე მდგომარეობაში იყო. მკურნალმა დიდი სიფრთხილით ჭრილობა თავისი უნიკალური მალამოთი დაამუშავა. მოკლე დროში ჭრილობა მთლიანად შეხორცდა.

მადლიერების გამოსახატად, გარიბალდიმ თურმანიძე საზოგადოებას   წარუდგინა. იგი ხალხის წინაშე მორბენალ გაუხედნავ ცხენსაც კი დაედევნა, შეაჯდა და ამაყად გააჭენა,  რათა ეჩვენებინა, რომ სრულად გამოჯანმრთელდა. იტალიელი ხალხი აღფრთოვანდა ამ სანახაობით.

ეს საოცარი ისტორია ხაზს უსვამს ქართული ტრადიციული მედიცინის ღრმა ფესვებს და თურმანიძეების ოჯახის ისტორიულ /სამკურნალო მემკვიდრეობას – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

წყარო:
ვასილ ჩაჩანიძე “ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი” გამომცემლობა „ნაკადული“, 1974