თურმანიძის მალამო - 40გ
ნაწოლებისათვის, დიაბეტური
ჭრილობების მოვლის
პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერი შეფერილობის მალამოს, დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. მალამო აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ნადებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში
- ნაწოლების სამკურნალოდ როგორც მაცერირებულ ასევე შორს წასულ შემთხვევაში ინფიცირებული და ნეკროზული ქსოვილის არსებობისას.
- ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, რომელიც განვითარებულია სხვადასხვა დაავადების ფონზე (მაობლიტირებული ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებული ათეროსკლეროზი) ტროფიკული წყლული. დიაბეტური ტერფი, დიაბეტური ჭრილობა.
გამოყენების წესი და დოზირება:
ჭრილობის (ნაწოლის, წყლულის) დაზიანებულ ზედაპირს ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ მალამოთი გაჟღენთილ მიტკალს (სასურველია) ან სამფენოვან დოლბანდს დავაფარებთ ჭრილობის ზედაპირზე. ღრმა ჭრილობებში მალამო გამოიყენება ტამპონების სახით. ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია 24 სთ-ში ერთხელ.
უკუჩვენება: არ აღინიშნება. (იხილეთ განსაკუთრებული მითითება).
შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ნაძვის ფისი (ტერპენტინი), ფიჭვის მტვერი, კალენდულას/გულყვითელა, ფუტკრის ცვილი
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში. არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე ინგრედიენტზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი
გამოშვების ფორმა: 40 გ პოლიპროპილენის ქილებში
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შენახვის ფორმა: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ქილის გახსნის შემდეგ გამოიყენება 12 თვე.
გაცემის რეჟიმი: პარასამკურნალო საშუალება, გაიცემა რეცეპტის გარეშე. პრეპარატი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას