თურმანიძის მალამო - 40გ
ბავშვებისათვის
პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მალამოს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. არბილებს და ინტენსიურად კვებავს და ამშვიდებს ბავშვის კანს, მყისიერად ატენიანებს გაუხეშებულ კანს, შესაფერისია წითელი ლოყებისა და ნიკაპისთვის, რომლებიც გაღიზიანებულია ნერწყვით.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში
- კანის გაღიზიანება
- გამოყელვა (გამოწვა)
- ნასიცხი
- მაცერაცია
- ჰიპერემია
- პროფილაქტიკის მიზნით ბავშვის ერთჯერადი საფენების ხმარებისას.
- მწერების (კოღოს) ნაკბენი
- წითელი ლოყებისა და ნიკაპისთვის, რომლებიც გაღიზიანებულია ნერწყვით.
გამოყენების წესი და დოზირება:
მალამოს თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე.
უკუჩვენება: არ აღენიშნება. (იხილეთ განსაკუთრებული მითითება).
შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ფუტკრის ცვილი, ვარდის ზეთი, კალციუმის კარბონატი, კალენდულას/გულყვითელას ყვავილი, ვიტამინი E
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი
განსაკუთრებული მითითება: რეკომენდებულია აგრეთვე მგრძნობიარე კანის მქონე ჩვილებისთვის, ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე ინგრედიენტზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი
გამოშვების ფორმა: 40 გ პოლიპროპილენის ქილებში
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შენახვის ფორმა: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ქილის გახსნის შემდეგ გამოიყენება 12 თვე.
გაცემის რეჟიმი: პარასამკურნალო საშუალება, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პრეპარატი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას