ბუასილისთვის და სხვა პროქტოლოგიური დაავადებებისათვის


ჩვენებები:   მწვავე ბუასილი (ჰემოროიდული თრომბოზი); ანალური ნაპრალი; პარაპროქტიტი(ინფილტრაციის სტადია); ორსულობისა და მშობიარობის ფონზე განვითარებული ბუასილი (ჰემოროიდული თრომბოზი); ბუასილისა და პარაპროქტიტის პოსტოპერაციული მკურნალობა პროფილაქტიკის მიზნით; ანალური დერმატიტი (ქავილი, წვა).

განსაკუთრებული მითითებებიპრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში; პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებულებში; სწორი ნაწლავიდან სისხლდენის ან დაავადების სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აჩქარებს შეხორცებით პროცესს. ხსნის წვისა და ქავილის უსიამოვნო შეგრძნებებს და დისკომფორტს. ბუასილის (ჰემოროის) ან რომელიმე სხვა პროქტოლოგიური დაავადების დროს, მალამოს ხმარება აიოლებს დეფეკაციასთან (კუჭის მოქმედებასთან) დაკავშირებულ პრობლემებს.

გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ;დილა-საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ მალამო შეიზილეთ ანალურ არეში. რეკომენდებულია მალამოთი გაჟღენთილი არაჰიგროსკოპული(მიტკალი) საფენის მიფენა. მალამოს უფრო ღრმად შესაყვანად ტუბზე წამოაცვით აპლიკატორი, დარწმუნდით, რომ ის მჭიდროდაა დამაგრებული. შემდეგ აპლიკატორს გადაუსვით მალამო, ფრთხილად შეიყვანეთ სწორ ნაწლავში, დააწექით ტუბის ქვედა ნაწილს, შეუშვით მალამო და თანდათანობით გამოიღეთ აპლიკატორი ტუბთან ერთად. გამოყენების შემდეგ აუცილებელია აპლიკატორის გაწმენდა/გარეცხვა.მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად მკურნალობა გააგრძელეთ მინიმუმ 7 დღე.

უკუჩვენება:  არ გააჩნია, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

გვერდითი მოვლენები:  არ არის გამოვლენილი

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი

,ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის ფორმა: ინახება მშრალ, გრილ ადგილას

წამლის ფორმა: 25 გ. ალუმინის ტუბი აპლიკატორთან ერთად



ბუასილისთვის და სხვა პროქტოლოგიური დაავადებებისათვის

თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის

თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის