თურმანიძის მალამო ნაწოლებისათვის
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება ნაწოლების სამკურნალოდ როგორც მაცერირებული, ასევე შორს წასულ შემთხვევაში ინფიცირებული და ნეკროზული ქსოვილის არსებობისას.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატით გაჟღენთილ სტერილურ მიტკალს ან სამფენოვან დოლბანდს დავაფარებთ ჭრილობის ზედაპირზე. ღრმა ჭრილობებში მალამო გამოიყენება ტამპონების სახით. ყოველი შეხვევის წინ ჭრილობას ამუშავებენ ანტისეპტიკური (მაგალითად: 3% წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით, ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია 24 სთ-ში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.
წინააღმდეგჩვენება: არ არის გამოვლენილი.
გამოშვების ფორმა: 40გ პოლიპროპილენის ხრახნილიანი ქილა.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.