10 საუკუნე თქვენს სამსახურში

თურმანიძის მალამო - 30გ

ანტისეპტიკური (მულტი-ფუნქციური)
პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ, სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.
Facebook

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. მალამო აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ნადებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში  რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ანთებითი პროცესების –

  • კარბუნკული ფურუნკული

  • პოსტინექციური აბსცესი

  • პანარიციუმი

  • ჰიდრადენიტი

  • ლიმფადენიტი

  • ფოლიკულიტი

  • პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი ზომის დეფექტი), სუფთა ჭრილობების, პოსტტრავმული ღია  ჭრილობების, ბანალური ოსტეომიელიტის

  • ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები:  ტროფიკული წყლული, დიაბეტური ტერფი;

  • ნაწოლები, სხვადასხვა ონკოლოგიური ჭრილობები

  • მწერების (კოღოს) ნაკბენის, ჩირქოვანი  აკნე და აკნეს შემდგომი მკურნალობის  დროს.

გინეკოლოგიაში:  საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი.

მეანობაში: კერტების ნახეთქები ძუძუთი კვების დროს,  შორისზე ჭრილობები.

სტომატოლოგიაში: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებადი დაავადებები, ყბა-სახის ქირურგიაში და იმპლანტოლოგიაში ქსოვილთა რეგენერაციისათვის, პროტეზებით გამოწვეული ღრძილების გაღიზიენება

გამოყენების წესი და დოზირება:

ჭრილობის ანტისეპტიკური დამუშავების შემდეგ, პრეპარატით/მალამოთი გაჟღენთილ მიტკალს (სასურველია) ან სამფენოვან დოლბანდს დავაფარებთ ჭრილობის ზედაპირზე. ღრმა ჭრილობებში მალამო გამოიყენება ტამპონის სახით. ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია  24 სთ-ში ერთხელ. მსუბუქ შემთხვევებში მალამოს შეიზილეთ/წაისვით პირდაპირ კანის ზედაპირზე.

შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი,  კალენდულა/გულყვითელა, ნაძვის ფისი (ტერპენტინი),  ფიჭვის მტვერი,  ფუტკრის ცვილი.

სტომატოლოგია: მალამო დაიტანება თხელი ფენით  დაზიანებულ ადგილებზე

გინეკოლოგიაში: პრეპარატი გამოიყენება ვაგინალური ტამპონების სახით

უკუჩვენება: არ აღინიშნება. (იხილეთ განსაკუთრებული მითითება).

გვერდითი მოვლენები:  არ გამოვლენილა

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში.  არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია  ზემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე ინგრედიენტზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი

გამოშვების ფორმა: 30 გ.  ალუმინის ტუბში

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის ფორმა: ნახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ტუბის გახსნის შემდეგ გამოიყენება  12 თვე.

გაცემის რეჟიმი: პარასამკურნალ საშუალება,  გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პრეპარატი (მალამო) წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას