10 საუკუნე თქვენს სამსახურში

თურმანიძის მალამო - 40გ

ბავშვებისათვის
პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.
Facebook

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მალამოს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. არბილებს და ინტენსიურად კვებავს და ამშვიდებს ბავშვის კანს, მყისიერად ატენიანებს გაუხეშებულ  კანს, შესაფერისია წითელი ლოყებისა და ნიკაპისთვის, რომლებიც გაღიზიანებულია ნერწყვით.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში

  • კანის გაღიზიანება
  • გამოყელვა (გამოწვა)
  • ნასიცხი
  • მაცერაცია
  • ჰიპერემია
  • პროფილაქტიკის მიზნით ბავშვის ერთჯერადი საფენების ხმარებისას.
  • მწერების (კოღოს) ნაკბენი
  • წითელი ლოყებისა და ნიკაპისთვის, რომლებიც გაღიზიანებულია ნერწყვით.

გამოყენების წესი და დოზირება:

მალამოს თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე.

უკუჩვენება: არ აღენიშნება. (იხილეთ განსაკუთრებული მითითება).

შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ფუტკრის ცვილი,  ვარდის ზეთი,  კალციუმის კარბონატი,  კალენდულას/გულყვითელას ყვავილი, ვიტამინი E

გვერდითი მოვლენები:  არ არის გამოვლენილი

განსაკუთრებული მითითება: რეკომენდებულია აგრეთვე მგრძნობიარე კანის მქონე ჩვილებისთვის, ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის.  არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია  ზემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე ინგრედიენტზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი

გამოშვების ფორმა: 40 გ პოლიპროპილენის ქილებში

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის ფორმა: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ქილის გახსნის შემდეგ გამოიყენება 12 თვე.

გაცემის რეჟიმი: პარასამკურნალო საშუალება, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პრეპარატი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას