10 საუკუნე თქვენს სამსახურში

თურმანიძის მალამო - 30გ

ბუასილისთვის და სხვა
პროქტოლოგიური დაავადებებისთვის
პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ, სპეციფიკური სუნის მალამოს.
Facebook

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აჩქარებს შეხორცებით პროცესს. ხსნის წვისა და ქავილის უსიამოვნო შეგრძნებებს და დისკომფორტს. ბუასილის (ჰემოროის) ან რომელიმე სხვა პროქტოლოგიური დაავადების დროს, მალამოს ხმარება აიოლებს დეფეკაციასთან (კუჭის მოქმედებასთან) დაკავშირებულ პრობლემებს.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში
მწვავე

  • ბუასილი  (ჰემოროიდული თრომბოზი )
  • ანალური ნაპრალი
  • პარაპროქტიტი( ინფილტრაციის სტადია)
  • ორსულობისა და მშობიარობის ფონზე განვითარებული ბუასილი (ჰემოროიდული თრომბოზი )
  • ბუასილისა და პარაპროქტიტის პოსტოპერაციული მკურნალობა
  • პროფილაქტიკის მიზნით
  • ანალური დერმატიტი(ქავილი, წვა)

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. დილა-საღამოსდა ყოველი დეფეკაციის შემდეგ მალამო შეიზილეთ ანალურ არეში. რეკომენდებულია მალამოთი გაჟღენთილი არაჰიგროსკოპული(მიტკალი) ან მარლის საფენის მიფენა. მალამოს უფრო ღრმად შესაყვანად ტუბზე წამოაცვით აპლიკატორი,დარწმუნდით,რომ ის მჭიდროდაა დამაგრებული. შემდეგ აპლიკატორს გადაუსვით მალამო, ფრთხილად  შეიყვანეთ სწორ ნაწლავში, დააწექით ტუბის ქვედა ნაწილს, შეუშვით მალამო და თანდათანობით გამოიღეთ აპლიკატორი ტუბთან ერთად. გამოყენების შემდეგ აუცილებელია აპლიკატორის გაწმენდა/გარეცხვა.

შემადგენლობა:  მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი,  ტერპენტინი (ნაძვის ფისი),  კალენდულას/გულყვითელას ყვავილი, ცხენის წაბლის ყვავილი, გვირილას ყვავილი,  ფუტკრის ცვილი,  ნატურალური  ვიტამინი E

უკუჩვენება:  არ აღენიშნება

გვერდითი მოვლენები:  არ გამოვლენილა

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში. არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია  ზემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე ინგრედიენტზე. სწორი ნაწლავიდან სისხლდენის ან დაავადების სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი

გამოშვების ფორმა: 30 გ.  ალუმინის ტუბი აპლიკატორთან ერთად

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის ფორმა: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ტუბის გახსნის შემდეგ გამოიყენება 3 თვე

გაცემის რეჟიმი: პარასამკურნალო საშუალება,  გაიცემა რეცეპტის გარეშე