ჩვენს შესახებ

თურმანიძეთა გვარი ქართულ ცნობიერებაში უკვე მრავალი საუკუნეა ასოცირებული განუმეორებელ მალამოსთან და სასწაულებრივ განკურნებასთან.  მიუხედავად თანამედროვე ფარმაკოლოგიის უდიდესი წარმატებებისა, მთელ რიგ შემთხვევებში სახალხო მედიცინის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება შეუცვლელი რჩება და წარმატებით აღწევს სასურველ ეფექტს. 

მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამ მალამოსი, რომელსაც დღესაც აწარმოებენ თურმანიძეთა შთამომავალნი,  ისაა, რომ მისი რეცეპტურა, ინგრედიენტები, დამზადების წესი უცვლელად არის შენარჩუნებული ასეული წლების განმავლობაში. 

თურმანიძის მალამო შედგება ბუნებრივი კომპონენტებისაგან. არ შეიცავს შხამებს, მძიმე ლითონებს, კანცეროგენულ ელემენტებს. ახასიათებს ანტისეპტური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. იწვევს უჯრედების სწრაფ რეგენერაციას და ეპითელიზაციას. იგი ერთნაირად რეკომენდირებულია, როგორც ჩვილი ბავშვებისათვის, ისე ზრდასრული პაციენტებისათვის. მალამო ეფექტურია აგრეთვე დიაბეტით დაავადებულთათვის.

თურმანიძის მალამოს არ გააჩნია წინააღმდეგ ჩვენება და თავსებადია ყველა არსებულ ფარმაკოლოგიურ საშუალებასთან. არ არის აღნიშნული გვერდითი მოვლენები და ალერგიული რეაქციები. არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. გამოყენების წესი მარტივია.