გარუჯვა (ზაგარი) და მზით დამწვრობა


გარუჯვა – ეს არის კანის გამუქება, რასაც იწვევს კანის გარე შრეში (ეპიდერმისში) მელანინის დიდი რაოდენობით დაგროვება. ეს პროცესი მზიდან ან სინათლის ხელოვნური წყაროდან გამოტყორცნილი ულტრაიისფერი სხივების კანზე ზემოქმედებით მიმდინარეობს. როგორც წესი, გარუჯვა მეტყველებს იმაზე, რომ ულტრაიისფერი სხივები დადებით ზემოქმედებას ახდენენ ჩვენს ორგანიზმზე; მათი მოქმედების შედეგად, ორგანიზმში წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ასტიმულირებენ, ნერვული და ენდოკრინული   სისტემების ფუნქციონირებას, ნივთიერებათა ცვლას, იმუნურ გამძლეობას ინფექციური და სხვა სახის  დაავადებების მიმართ.

ბევრისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტიც, რომ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ჩვენს ორგანიზმში წარმოიქმნება D ვიტამინი, რაც ხელს უწყობს ნაწლავიდან კალციუმის შეწოვას. მოგეხსენებათ, კალციუმი ძალზე მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემისთვის,  რადგან ამ ვიტამინის ნაკლებობის დროს ვითარდება რაქიტი

იცოდით, რომ გარუჯვა ორგანიზმის ერთ–ერთი დამცავი რეაქციაა? საქმე ის გახლავთ, რომ ამ დროს სქელდება კანის რქოვანი ფენა; მელანინი კი შთანთქავს სხივებს და გვიცავს გრძელტალღოვანი ულტრაიისფერი სხივებისგან, რომლებიც, ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში  კლავენ უჯრედებს. მელანინი ასევე გვიცავს ინფრაწითელი სხივებისგანაც, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის გადახურებას და ე.წ. მზის დარტყმას. მზის ზემოქმედების დადებით მხარესთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხეც, რომელსაც გვიქადის მზის გულზე დიდხანს ყოფნა. ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება კანისთვის საკმაოდ საშიშია.

მხოლოდ მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებს ახასიათებთ მელანინის დიდი დოზით გამოყოფა, რაც მათ ამ საშიშროებისგან იცავს. საფრთხე, რომელიც შეიძლება ჩვენს კანს დაემუქროს, მზის ქვეშ ყოფნის პირდაპირპროპორციულია. მაგალითად, თუ მზეზე 10 წუთს გავჩერდებით, მზე მხოლოდ გააღიზიანებს კანს და გამოიწვევს მკრთალ სიწითლეს. დიდხანს ყოფნისას კი იწყება კანის ანთებითი პროცესი და მისი შეშუპება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს კანის დამწვრობა.  დამწვრობის შედეგად ჩნდება ბუშტები და დროთა განმავლობაში იწყება მისი დაწყლულება. მზეზე დიდხანს ყოფნის შემთხვევაში, კანს ფაქტობრივად, აღარ შეუძლია დამცავი ფუნქციის შესრულება.

მძიმე დამწვრობისას წყდება თერმორეგულაცია, რაც მზის დაkvრის უშუალო წინაპირობაა. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ კანი განიცდის დეჰიდრატაციას, ქვეითდება ტურგორი; კანის კარგავს ელასტიურობას, სიგლუვეს და ნაოჭებით იფარება. სამწუხაროდ, არანაირ საშუალებას აღარ შეუძლია ამ პროცესის შეჩერება.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი კი, რის გამოც დიდხანს გარუჯვას უნდა მოვერიდოთ გახლავთ ის გარემოება, რომ მზის სხივები სერიოზულ ცვლილებებს იწვევს კანში.შესაძლოა, ამან კანის სიმსივნეც კი გამოიწვიოს. ქვეყნებში, სადაც წლის მანძილზე  მზიანი დღეები ჭარბობს, ეს საფრთხე განსაკუთრებით თეთრკანიან ადამიანებს ემუქრება.

მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას უნდა ერიდონ ის ადამიანები, რომელთაც მელანინის გამომუშავების პრობლემა აქვთ და ისინიც, რომელთა კანი მელანინს დიდ რაოდენობით გამოიმუშავებს. პირველ შემთხვევაში კანი სწრაფად იწვება, მეორე შემთხვევაში კი ლაქები მუქდება და უფრო შესამჩნევი ხდება. მზეს უნდა ვერიდოთ მაშინაც, თუ დერმატიტების პრობლემა გვაქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო შრება კანი და მისი საერთო მდგომარეობა უარესდება.

მზის აბაზანები კარგია მათთვის, ვისაც ხუთვა აწუხებს. საამისოდ იყენებენ ულტრაიისფერ გამოსხივებას, რომელიც აქერცლილი კანის ადგილას ახალი კანის წარმოქმნასა და კანის სხვადასხვა ფუნქციის აღდგენას  უწყობს ხელს. მზის აბაზანებით მკურნალობას, ულტრაიისფერი სხივების დადებითი ეფექტის გამო, უნიშნავენ ფსორიაზითდაავადებულებს.

მზეზე დიდხანს ყოფნა განსაკუთრებით სარისკოა: ხანდაზმულებისთვის, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ფილტვების, გულ-სისხლძარღვთანერვული და სხვა სახის დაავადებები. მზეზე ყოფნის ვადა და რეჟიმი მათ აუცილებლად ექიმთან უნდა შეათანხმონ.

მზის სხივებისადმი ზედმეტი მგრძნობელობა შეიძლება განუვითარდეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ალკოჰოლის ჭარბი მიღებისგან დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია. ზედმეტი მგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში უნდა ვეცადოთ, ვიაროთ ჩრდილში, ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი, დაუცველ ადგილებზე წავისვათ მზისგან დამცავი კრემი, ასევე უნდა ვიხმაროთ ქოლგა და მზის სათვალეები.

სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ ბევრმა კარგად იცის, თუ რამდენად სარისკოა მზე კანისთვის, მაინც მიაჩნიათ – გარუჯვა მათ უფრო მომხიბვლელს გახდის.


blog-image

სამოგზაურო აფთიაქი...

blog-image

მზით დამწვრობა...

blog-image

ბუასილი და ზღვა...

blog-image

როგორ ვებრძოლოთ კოღოს?...