სამოგზაურო აფთიაქი


საგზაო აფთიაქის კომპლექტაცია თითოეული დამსვენებლისთვის (ტურისტისთვის) ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს ზოგადი მიდგომებიც. თუკი ოჯახთან ერთად აპირებთ გამგზავრებას,  მოგიწევთ ბავშვის წამლების დამატებაც.ქვემოთ მოგვყავს იმ საჭირო სამედიცინო პრეპარატებისა და საგნების ჩამონათვალი, რაც აუცილებელია მოგზაურობისას. 
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას პრეპარატის გამოყენების შესახებ, ყურადღება მიაქციეთ დოზირებას, უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებს!

1. ანტისეპტიკური საშუალებები და გადასახვევი მასალები

სტერილური დოლბანდი, ბამბა, ლეიკოპლასტირი, ბრილიანტის მწვანე, წყალბადის ზეჟანგი, იოდი (ბეტადინი), თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო ყვითელი შეფუთვით

2. პრეპარატები რწევის სინდრომის პროფილაქტიკისათვის

სამწუხაროდ ბევრ ადამიანს ტრანსპორტით მგზავრობისას უვითარდება რწევის სინდრომი; 

3. ანტიჰისტამინური საშუალებები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ტურისტის აფთიაქისთვის ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებია, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენი ოჯახის არც ერთი წევრი ,,ალერგიული“ არაა. 

4. მწერების საწინააღმდეგო საშუალებები

ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით ბავშვებს, მწერების ნაკბენზე უვითარდებათ ალერგიული რეაქცია. არსებობს სპეციალური კრემები და აეროზოლები, რომლებიც დაგიცავენ კოღოების და სხვ. მწერების კბენისაგან და  თავიდან აგარიდებენ ამ უსიამოვნებას. 

5. მოგზაურთა დიარეა

განსხვავებულ კლიმატურ-გეოგრაფიულ ზონაში მოხვედრისას ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციები, რაც  უკავშირდება ორგანიზმისათვის ,,უცხო“  სასმელი წყლის, საკვების მიღებას, ან მიკროორგანიზმებით დაბინძურებული პროდუქტებისა და სასმელების მიღებას. 

6. ანტიბაქტერიული საშუალებები

ყველაფერი ხდება და შესაძლოა მოგზაურობისას ბრონქიტით ან ანგინით დაავადდეთ. ასეთ დროს ანტიბაქტერიული საშუალება, ცხადია, დაგჭირდებათ.

7. გაციების საწინააღმდეგო საშუალებები

მოგზაურობის პირველ დღეებში თქვენს ორგანიზმში მიმდინარეობს  აკლიმატიზაციის პროცესი. აკლიმატიზაციისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი ბავშვების არიან. ამ პერიოდში შესაძლოა განვითარდეს რესპირატორული ვირუსული ინფექცია, გრიპი. სადღეისოდ ცნობილია სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. 

8. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები

ტკივილის გასაყუჩებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგიერთი ანალგეზიური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.

9. საგულე პრეპარატები

ასაკოვანმა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა იქონიონ საგულე  და ანტიჰიპერტენზიური საშუალებები (კარდიოლოგის მიერ დანიშნული).

10. დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო

დამწვრობის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის. პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.

11. მზისგან დამცავი საშუალებები 

ყურადღება!

თითოეული წამლის შერჩევა უნდა მოხდეს მკაცრად ინდივიდუალურად. საგზაო აფთიაქის ოპტიმალურად შერჩევის მიზნით, კარგი იქნება თუკი თქვენს თერაპევტს ან ოჯახის ექიმს გაესაუბრებით. თუკი ამის საშუალება არაა, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას პრეპარატის გამოყენების შესახებ, ყურადღება მიაქციეთ დოზირებას, უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებს!


blog-image

როგორ ვებრძოლოთ კოღოს?...

blog-image

მზით დამწვრობა...

blog-image

გარუჯვა (ზაგარი) და მზით დამწვრობა...

blog-image

ბუასილი და ზღვა...