თურმანიძის მალამო ნაწოლებისათვის


ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ნაწოლების სამკურნალოდ როგორც მაცერირებული, ასევე შორს წასულ შემთხვევაში ინფიცირებული და ნეკროზული ქსოვილის არსებობისას. 

გამოყენების წესი და დოზირება: 
პრეპარატით გაჟღენთილ სტერილურ მიტკალს ან სამფენოვან დოლბანდს დავაფარებთ ჭრილობის ზედაპირზე. ღრმა ჭრილობებში მალამო გამოიყენება ტამპონების სახით. ყოველი შეხვევის წინ ჭრილობას ამუშავებენ ანტისეპტიკური (მაგალითად: 3% წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით, ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია 24 სთ-ში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები: 
არ აღინიშნება.

წინააღმდეგჩვენება: 
არ არის გამოვლენილი.

გამოშვების ფორმა: 
40გ პოლიპროპილენის ხრახნილიანი ქილა.

ვარგისიანობის ვადა: 
3 წელი.

შენახვის პირობები: 
ინახება მშრალ, გრილ ადგილას.



თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის

ბუასილისთვის და სხვა პროქტოლოგიური დაავადებებისათვის

თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის