თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის


ფარმაკოლოგიური მოქმედება:  ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს. 

გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:  I,II,III, ხარისხის დამწვრობა, ხოლო IV ხარისხის დამწვრობისას ამზადებენ დამწვარ ზედაპირს კანის პლასტიკური ოპერაციიცსთვის,  მოყინვა, გამოყელვის დროს, წითელი ქარი.

ხმარების წესი:  ჭრილობის (დამწვარი) ზედაპირის შესაბამისი ანტისეპტიური(3% წყალბადის ზეჟანგის) ხსნარით დამუშავების შემდეგ, დავაფარებთ მიტკლის ნაჭერზე ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით წასმულ მალამოს. შემდეგ გადავახვევთ. ჭრილობა უნდა დამუშავდეს და ნახვევი გამოიცვალოს 24 საათში ერთხელ.

უკუჩვენება: არ გააჩნია, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

გვერდითი მოვლენები:  არ არის გამოვლენილი

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის ფორმა: ინახება მშრალ, გრილ ადგილას

წამლის ფორმა: 25 გ. ალუმინის ტუბი

აფთიაქიდან გაცემის ფორმა: ურეცეპტოდ



თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის

თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის

თურმანიძის მალამო ნაწოლებისათვის