როგორ ვებრძოლოთ კოღოს?


როგორ ვებრძოლოთ კოღოს?

 

სამეცნიერო ინფორმაცია კოღოს შესახებ

კოღოები მწერების ოჯახი ორფრთიანთა რიგისაა; აქვთ ერთი წყვილი სიფრიფანა ფრთა, მეორე კი – გადაქცეულია ბზუალებად. მომრგვალო თავის ზედა ნაწილში, პირის ორგანოები: ხორთუმი და საცეცები აქვს. ასევე აქვს წვრილი 15 ნაწევრიანი მოკლე (დედლებში) და გრძელი (მამლებში) ბეწვებით დაფარული ულვაშები. კვერცხი, მატლი და ჭუპრი დამდგარ, ან მდორე წყალში ვითარდება. მატლი წყლის მცენარეულობითა და ცხოველებით იკვებება. სისტემატურად ამოდის წყლის ზედაპირზე და ისევე, როგორც ჭუპრი, ატმოსფერული ჟანგბადით სუნთქავს.
ცნობილია 2000–მდე სახეობა, რომელთაგან ბევრი სისხლმწოვია, ადამიანისა და ცხოველებს ექტოპარაზიტია. ზოგს დაავადებული ორგანიზმიდან  ჯანსაღ ადამიანზე სხვადასხვა დაავადების გამომწვევები გადააქვს.

კოღოების ოჯახი იყოფა რამდენიმე ქვეოჯახად: Culicinae, Dixinaeდა Chaoborinae. ნამდვილი კოღოების (Anophelini-ს) ქვეოჯახები და გვხვდება გვარები Anopheles (მალარიის კოღოები), Uranotaenia, Theobaldia, Orthopodomya, Mansonia, Aedes da Culex.

მალარიის კოღოებს გადააქვთ მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმები–პარაზიტები. დედალ მალარიის კოღოს აქვს მჩხვლეტავ–მწუწნავი ტიპის პირის აპარატი, მამალს მხოლოდ მწუწნავი. ამიტომ სისხლის ამოხაპვა მხოლოდ დედალს შეუძლია. დედალი თავს ესხმის ადამიანებს და კბენის დროს პლაზმოდიუმები ავადმყოფიდან ჯანსაღზე გადააქვს.

რა სარგებლობა მოაქვს კოღოს?
არავითარი.

რა ზიანი მოაქვს კოღოს?
კოღო მრავალი დაავადების გადამტანია და არც მისი კბენაა სიამოვნების მომნიჭებელი. ამიტომ ინტერნეტი სავსეა ამ თემაზე პუბლიკაციებით. ჩვენ შევეცადეთ ამ მასალის მცირე დაიჯესტი გაგვეკეთებინა.

დაავადებები, რომლებიც გადააქვს კოღოს:
მალარია
ყვითელი ცხელება
დენგე
ფლებოტომური ცხელება და სხვ.
ზოგიერთი მეცნიერი გვიმტკიცებს,  ჰეპატიტები და შიდსი კოღოს არ გადაააქვსო. ზოგიერთი ურწმუნო კი თვლის, რომ გააჩნია ვის უკბინა თქვენამდე და სად უკბინა.

სად გვყავს ქართველებს კოღოს დასაკბენი ბავშვები?
კოღოს ნაკბენი ბევრ ბავშვში იწვევს სერიოზულ ალერგიას და დაჩირქებებს. ეცადეთ აარიდოთ ბავშვი კოღოს კბენას.

კოღოსთან ბრძოლის მეთოდები

1. ყველაზე საიმედო მეთოდი ესაა დამცავი ბადეების გაკვრა ფანჯრებზე. ბადე ცალკეც იყიდება და არც ისე ძვირია.  თუ ეკონომიურად გიჭირთ- ჯობს გააღოთ 1 ფანჯარა და დაიცვათ იგი ბადით.

2. მეორე მეთოდთა ჯგუფი ესაა კოღოს დაფრთხობა. კოღო ვერ იტანს ზოგიერთი  მცენარის სუნს. ეს მცენარეები შეიძლება დააწყოთ ოთახში, ფანჯრებთან და ა.შ. ე.წ. ფუმიგატორები ათბობენ ამგვარ მცენარეებს, სუნის უფრო ინტენსიურად გამოყოფის მიზნით ფუმიგატორები იყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს. ალერგიული ადამიანები საერთოდ ვერ ხმარობენ ფუმიგატორებს. ჯობს გამოიყენოთ უშუალოდ მცენარეები. უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს, მაგრამ ჩვენს პირობებში, ყველაზე ხელმისაწვდომია – დაფნა. დაფნის ფოთოლი დადეთ ელექტრონულ ფუმიგატორზე ფირფიტის ნაცვლად.

კოღოს აფრთხობს ძმრის სუნი, ასევე – მიხაკის სუნი.  შეგიძლიათ  ძმრით გაწმინდოთ კარებისა და ფანჯრების ჩარჩოები. ძმარი შეიძლება შეაპკუროთ ბავშვის ტანსაცმელს, ეტლს, თუ ალერგია არა აქვს.

3.  არსებობს კოღოსთან საბრძოლველი სპირალები, ისინი მაღალი ძაბვით კლავენ კოღოებს. მათი ძირითადი ნაკლია – ხშირად ფუჭდება.

4. არსებობს წებვადი ლენტები. ისინი გამოყოფენ მიმზიდველ სუნს და იკრავენ მწერებს. მისი ნაკლია, რომ მწერი ნელ-ნელა, წამებით იღუპება.

5. კარგი მეთოდია ე.წ. ბუზების საკლავი ჩოგანის გამოყენება. კოღოს რომ დაინახავთ დაჯდარს, უნდა ჩაარტყათ თავის არეში.  ღირს ლარი და ყველგან იყიდება. შეეცადეთ ახალ გარემონტებულ კედლებზე ნუ მიაკლავთ მწერებს.

6. არსებობს კოღოს დამაფრთხობელი აეროზოლები. ღირს დაახლოებით 5$;   ხარჯი დიდი აქვს, შედეგი – ნაკლები.

რა მცენარეები უნდა გავაშენოთ რაფაზე, აივანსა თუ  აგარაკზე კოღოების დასაფრთხობად ?

აივანზე და რაფაზე კარგია: მელისა, პიტნა, რეჰანი ან როზმარინი.
ბაღში – ნიორი, პომიდორი. ლავანდა ბაღისათვის საუკეთესოა- იგი ჩრჩილთან საბრძოლველადაც გამოგადგებათ.
ამ მცენარეებს მოვლა და ყურადღება მთელი წლის მანძილზე ჭირდებათ. კოღოებს აფრთხობს კაკლის წენგოც.

გაითვალისწინეთ

იკბინებიან მხოლოდ დედალი კოღოები. ტყუილად ნუ დახოცავთ მამალ კოღოებს. დედალ-მამალი კოღოს გარჩევა იოლია. განსხვავება  სურათზეც კარგად ჩანს. როგორც ხედავთ დედალი კოღო მარცხნივაა.



blog-image

გარუჯვა (ზაგარი) და მზით დამწვრობა...

blog-image

ბუასილი და ზღვა...

blog-image

მზით დამწვრობა...

blog-image

სამოგზაურო აფთიაქი...