ბუასილი და ზღვა


კითხვა: სერგეი, მიტიში

გამარჯობა. პერიოდულად, ალკოჰოლის მიღების ან დიარეის შემდეგ გარეთ ვარდება ლიმფური  კვანძი, რაც ჩვეულებრივ, 2-3 დღეში, თბილი აბაზანისა და რელიფის გამოყენების შედეგად  გაივლის. ამჟამად ვიმყოფები შავ ზღვაზე, ბათუმში. სამი დღის წინ, დიარეის შემდეგ კვლავ გამოვარდა ლიმფური   კვანძი. ნომერში აბაზანა არაა, ამიტომ მხოლოდ მაზით ვმკურნალობ. დღეს უკვე მესამე დღეა, მდგომარეობა თანდათან გამიუმჯობესდა; გასინჯვისას მხოლოდ მცირედით იგრძნობა ლიმფური  კვანძი.

1.    თუ შეიძლება მიპასუხეთ – მარილიან წყალში ბანაობა ხომ არ გამიუარესებს მდგომარეობას? წყლის ტემპერატურა დაახლოებით 24-27 გრადუსია.
2.    დაავადების ამ სტადიაში რა უფროა მიზანშეწონილი – წოლითი რეჟიმი თუ მეტი მოძრაობა?
3.    მაზის გარდა, რისი გამოყენება შეიძლება კიდევ?

პროფესორ ვორონინის პასუხი: გამარჯობა, სერგეი

გარეთ ვარდება არა ლიმფური კვანძი, არამედ ჰემოროიდული კვანძი.
ზღვაში ბანაობა მდგომარეობას არ გაგიუარესებთ.
დაავადების გამწვავებისას უნდა შეზღუდოთ  სპორტული ვარჯიშობები, მოერიდოთ სიმძიმეების აწევას, საჭიროა დაიცვათ დიეტა, ალკოჰოლის, ცხარე, შებოლილი და შემწვარი საკვების გამორიცხვით.
ქართველებს აქვთ ძალიან ეფექტური ნატურალური მაზი თურმანიძე ლურჯ–ყვითელი შეფუთვით, გამოიყენეთ იგი და სახლშიც წაიღეთ  (მოიმარაგეთ). სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით რუსეთში არ იყიდება.

ჯანმრთელობას გისურვებთ! 


blog-image

როგორ ვებრძოლოთ კოღოს?...

blog-image

გარუჯვა (ზაგარი) და მზით დამწვრობა...

blog-image

სამოგზაურო აფთიაქი...

blog-image

მზით დამწვრობა...